სახელმწიფო ტენდერის მიღების შემდეგ, რენომ კომერციული ელექტრომობილების წარმოება დაიწყო. ანალიტიკოსების გამოთვლების შედეგად ირკევვა, რომ 2 020 წლისთვის, საავტომობილო ბაზრის 10-15 %-ს სწორედ მსგავსი ტიპის მანქანები დაიკავებენ, ამიტომ ფრანგულმა კომპანიამ ამ სფეროში 4 მილიარდი ევროს ინვერტიცია განახორციელა. ამჟამად რენო ამზადებს ნიადაგს ელექტრომობილების გავრცელებისთვის: აწარმოებს მოლაპარაკებებს ქვეყნების მთავრობებთან - მათი პროექტის მხარდსაჭერად და ამზადებს ინფრასტრუქტურას ელექტროტრანსპორტისთვის.

სედანის ტიპის ავტომობილი FLUENCE Z.E. გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით, ფართო სალონითა და განუმეორებელი კომფორტით. ის აღჭურვილია ეკოლოგიურად უსაფრთხო ელექტრონული ძრავით.

ამ მოდელში გაერთიაენბულია KANGOO-ს ყველა მახასიათებელი. ის განსაკუთრებით მიმზიდველია მათთვის, ვისაც სურს საწვავზე დანახარჯების შემცირება. მიიღეთ სიამოვნება ეკოლოგიური ტარებისგან!

ZOE არის ჰეტჩბეკის ძარის მქონე ელექტრომობილი. მასში შეთავსებულია კომფორტი და უახლესი ტექნოლოგიები. მიმზიდველი დიზაინის საშუალებით, თქვენ თავს შეუდარებლად იგრძნობთ ამ ელექტრომობილის ტარების დროს.

Renault Twizy ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ელექტრომობილი. ეს პატარა საოცრება გაამარტივებს თქვენ გადაადგილებას ქალაქში და უფრო სასიამოვნოს გახდის მას. პირველი ორადგილიანი ელექტრომობილი განსაკუთრებით მიმზიდველია დიდი მეგაპოლისებისთვის .