რენოს ისტორია 1898 წელს დაიწყო, როდესაც ახალგაზრდა ინჟინერმა ლუი რენომ თავისი პირველი ავტომობილი - Voiturette შექმნა. აღსანიშნავია, რომ ამ მანქანაში მსოფლიოში პირველი სიჩქარეთა კოლოფი დაამონტაჟეს. უკვე 1 წლის შემდეგ თავის ძმებთან, მარსელტან და ფერნტან ერთად, ლუიმ დაარეგისტრიდა ფირმა ,,ძმები რენო”. კომპანია იმდენად პოპულარული გახდა, რომ 1905 წელს, პარიზის მთავრობამ მათ 250 ავტომობილი შეუკვეთა სამოქალაქო ტაქსებისთვის.
ომის რთული წლების შემდეგ, კომპანია რენო ისევ დაუბრუნდა მსუბუქი ავტომობილების წარმოებას და გამოუშვა ცნობილი რენო 4CV. ეს პატარა ავტომობილი თავისუფლებისა და ახალი ერის ნამდვილი სიმბოლო გახდა.
რენოს ინჟინერების მიერ შექმნილმა კონსტრუქციებმა, მნიშვნელოვნად შეამცირეს ავტმობილის ფასი. ძრავა, რომლის მოცულობაც 760 მ3 შეადგენდა ავოტმობილის უკანა ნაწილში იყო დამონტაჟებული (პირველად). მხოლოდ 15 წლის წარმოების მანძილზე გაიყიდა 1 მილიონზე მეტი რენო 4CV.

50-60-იან წლებში კომპანია გამოდის საერთაშორისო ბაზარზე. იხსნება ქარხნები ინგლისში, ესპანეთსა და იაპონიაში. ამავე დროს გამოდის ახალი ავტომობილი , რომელმაც 1962 წელს მოიპოვა 3 პირველი ადგილი ტურ-დე-კორსზე. ხოლო 1965 წელს ჩნდება რენო . . . პირველი ავტომობილი ჰეჩბეკის ტიპის კუზაოთი, რომელმაც დაამკვიდრა საოჯახო ავტომობილის სტანდარტი მრავალი წლის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ კომპანია ასევე უშვებს სატვირთო და კომერციულ ტრანსპორტსაც.
1955-1975 წლებში რენოს წარმოება გაიზარდა 6-ჯერ და მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს - 1,5 მილიარდი მანქანა წელიწადში.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კომპანია საფრანგეთის საავტომობილო ბაზრის ლიდერი და პირველი ავტომობილების ექსპორტიორი გახდა. ასევე აღსანიშნავია რენოს მიღწევები სპორტში. წარმატების საიდუმლო ,,ფორმულა 1”-ზე ტურბოკომპრესორ ნისანში მდგომარეობს, რომელიც სიჩქარის 210 კმ-სთ-მდე განვითარების შესაძლებლობას იძლევა. 1990 წელს კომპანია სააქციო საზოგადოების სახეს იძენს და უშვებს მოდელს, რომელის 1 წლის შემდეგ გახდება ,, წლის ავტომობილი” ევროპაში.