___________________________________________________________________________________________________


დილერი გარანტიას იძლევა ავტომობილის შეუფერხებელ მუშაობაზე მათთვის განსაზღვრული საგარანტიო ვადის განმავლობაში და ვალდებულებას იღებს ნებისმიერი საწარმოო დეფექტის აღმოფხვრაზე ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე საგარანტიო ვადის პერიოდში.

საგარანტიო ვალდებულებები არ ვრცელდება ბუნებრივი ცვეთით გამოწვეულ დეფექტებზე, არასწორი ექსპლოატაციით ან სერვისით, აგრეთვე ავტომობილის კოსტრუქციაში დილერთან შეუთანხმებელი ცვლილებების შეტანით გამოწვეულ დაზიანებებზე.

ავტომობილებზე დადგენილია შემდეგი საგარანტიო ვადები: 3 წელი ან 100 000 კმ, რომელიც პირველი შესრულდება.