|
|||
2014 წელს პირველად საქართველოში მიცუბიში მოტორს კორპორაციამ საქართველოს მთავრობას ელექტრო ავტომობილები გადასცა. მიცუბიში მოტორს კორპორაციამ, გამოიჩინა კეთილი ნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და 5 ერთეული მიცუბიშის ინოვაციური ელექტრომობილი I-Miev-ი გადასცა. Mitsubishi I-MIEV-ი არის ეკოლოგიურად სუფთა ელექტრო მანქანა, რომელსაც სავსე აკუმულატორით 120-150 კილომეტრის გავლა შეუძლია. I-Miev-ის დატენვა ჩვეულებრივი დენის წყაროშია შესაძლებელი და ამას 7 საათი სჭირდება. ელექტრომობილები საქართველოში მალე ძალიან დიდი პოპულარობით ისარგებლებს და მის ეკოლოგიურობას კიდევ უფრო დიდი ყურადღება დაეთმობა. გადაცემის ცერემონიას ესწრებოდნენ იაპონიის ელჩი საქართველოში ბ-ნ ტოშიო კაიტანი, მიცუბიში მოტორს კორპორაციის ევროპა-მცირე აზია-აფრიკის რეგიონების კორპორატიული დირექტორი ბ-ნ კაჯი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქალბატონი ნათია მიქელაძე.
|
|||







